ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტი

28 აპრილს, ქ. სტოკჰოლმში, შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა.კრებულის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები" ფარგლებში გაიმართა.  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს წარმატებული მაგალითის მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს კრებული „საქართველოს ევროპული გზები\" მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.  ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, სტოკჰოლმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს შესახებ გამართული პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ