ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე

საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მ/წლის 3 მაისს სტოკჰოლმში, საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს საელჩოს და საქართველოს თავდაცვის ატაშეს სახელით მოწვეულნი იყვნენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე შვედეთში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და საქართველოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, მალხაზ ჯამურელმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაზე და განვლილი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა შვედეთთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვის სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე და მიესალმა შვედური მხარის გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოში გახსნილი გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) შვედი სამხედრო ექსპერტის მივლინებასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ ღონისძიებას შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი და შვედეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი/შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი დენის გილენსპორი დაესწრნენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ