ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტი

28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ურბან ალინთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სახელმწიფო მიმისტრი საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებსაც ესაუბრა.  შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას; საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით; აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების კუთხით. მხარეებმა, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მოახლოვებული არჩევნებისათვის მზადების პროცესი განიხილეს; საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს. შვედეთის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პრეცესში ხელშეწყობის თაობაზე. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ