ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ენების ევროპული დღის აღნიშვნა შვედეთში

მ/წლის 27 სექტემბერს, ქ. სტოკჰოლმში, ევროკომისიის წარმომადგენლობაში, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საელჩო ამ ღონისძიებაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

საქართველოს საელჩოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროკომისიის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ისლანდიის, საბერძნეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, დანიის, ნორვეგიის, უნგრეთის, ჰოლანდიის საელჩოები, „გოეთეს ინსტიტუტი", სტოკჰოლმის „ფრანგული ინსტიტუტი", „სერვანტესის ინსტიტუტი", იტალიის კულტურის ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ცენტრი, სტოკჰოლმის ესპერანტოს ცენტრი და შვედეთის ენების საბჭო.

ტრადიციულად, ეს ღონისძიება შვედეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება. წლის განმავლობაში შვედეთის ყველა სკოლაში ტარდება კონკურსი ენების ცოდნის გამოსავლენად, რომლის გამარჯვებულებს სტოკჰოლმში გამართულ ღონისძიებაზე იწვევენ.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საელჩომ მოაწყო ქართული ენის კუთხე, სადაც შვედ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენას, ასევე, ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. სტუმრებს, ენის გაცნობასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები.

ქართულ კუთხეს მასპინძლობდნენ საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეები, საელჩოს პირველი მდივანი ნათია ვაშალომიძე, ფინანსური მენეჯერი ზოია გვარამაძე და მეურნე გივი მჭედლიშვილი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ