ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში საქართველოს საელჩოში ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო ზეიმი გაიმართა

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. 24 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები, თავიანთ მშობლებთან ერთად.

ზეიმი შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ქალბატონი ლელა კუხიანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სტოკჰოლმში შექმნილი საბავშვო ანსამბლის „ნერგები"-ს წევრებმა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს ზეიმზე მოსულ სრტუმრებს. პატარების შეძახილების ფონზე თოვლის ბაბუაც გამოჩნდა, რომელმაც ბავშვები საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა. სტოკჰოლმში არსებულმა ქართული რესტორნის ხელმძღვანელობამ ზეიმში მონაწილე ბავშვებს საჩუქრები გადასცა. საელჩო ბავშვებს და მათ მშობლებს ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ