ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრა საქართველოს საელჩოში

9 თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ორგანიზაციის დაარსების დღიდან შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს ტრადიციულად საქართველოს საელჩოში ატარებს. შეხვედრის დასაწყისში დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.  შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სვენ ჰოლმსტრომი კვლავ საზოგადოების თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს ორი წლის ვადით.  საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ