ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ღვინის დეგუსტაცია სტოკჰოლმში

მ/წლის 6 მარტს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Villa Källhagen გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იქნა  ღვინის იმპორტიორი კომპანიის Södra Kaukasus წარმომადგენლების იორან სვედბერგისა და უვე ერიკსონის მიერ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნა კომპანია შატო მუხრანის ღვინოები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „შატო მუხრანის" წარმომადგენელმა პეტერ სვეტიჩინმა. საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გავუსვა შვედეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.  ღვინის დეგუსტაციას ასევე ესწრებოდნენ პოლიციის ატაშე გოგი გახარია და სამხედრო ატაშე მალხაზ ჯამურელი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ