ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონკურსი სტაჟირების გავლის მსურველთათვის

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში აცხადებს სტაჟირების მსურველთა შესარჩევ კონკურსს

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

აპლიკაციების მიღების ვადაა 2017 წლის 22 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია:

- სტაჟირება წარიმართება ანაზღაურების გარეშე;
- სტაჟირების პერიოდი მოიცავს 3 თვეს. შესაძლებელია ხსენებული პერიოდის შემდგომი 3 თვით გაგრძელება;
- ვაკანსიის რაოდენობა: 1

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

მოთხოვნები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
- იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს შვედეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

სასურველია:

- სასურველია შვედური ენის ცოდნა;
- ზოგადი განათლების მაღალი დონე;

სტაჟირებისა გავლის მსურველთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, დახასიათება ხსენებული დაწესებულებიდან;
ე) პასპორტის ასლი;
ვ) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ზ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
თ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთათვის ცნობის გამოთხოვა შესაძლებელია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მეშვეობით, მოცემულ ბმულზე ელ. განაცხადის რეგისტრაციის გზით).

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს, კონკურსის დასრულებამდე პერიოდში, ტელეფონის (დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე) ან ელ-ფოსტის მეშვეობით:

E-mail: stockholm.emb@mfa.gov.ge
Tel: +46 86780260

აუცილებელია კანდიდატებმა შევსებული აპლიკაციები და თანდართული დოკუმენტაცია გადმოაგზავნონ საელჩოს ელ-ფოსტაზე stockholm.emb@mfa.gov.ge

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ