ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში ენების ევროპული დღე აღინიშნა

26 სექტემბერს, სტოკჰოლმში ევროკომისიის წარმომადგენლობაში, "ევროპის სახლში"  ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქართული ენაც იყო წარმოდგენილი. საქართველოს საელჩო ამ ღონისძიებაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობას.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ისლანდიის, საბერძნეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის საელჩოები, „გოეთეს ინსტიტუტი", სტოკჰოლმის „ფრანგული ინსტიტუტი", „სერვანტესის ინსტიტუტი", იტალიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი და შვედეთის ენების საბჭო.  წარმოდგენილ ენებს შორის, ერთადერთი ენა ქართული იყო, რომელიც არ ეკუთვნის ევროკავშირის ოფიციალურ ენებს. ქართული ენის კუთხემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დამსწრე სტუმრებში. ღონისძიებას ესწრებოდა 600-დე სკოლის მოსწავლე. ენების ევროპულ დღეს მეტად საინტერესო ფორმატი აქვს. „ევროპის სახლში" ეწყობა ერთგვარი „ენების კაფე", სადაც მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა ენების შესახებ.  ქართული ენის კუთხეში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენას, ასევე ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და გაესინჯათ ხაჭაპური. მოსწავლეებს დაურიგდათ საელჩოს მიერ დაბეჭდილი შვედურენოვანი ბროშურები საქართველოს შესახებ, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული ბროშურები „ქართული ენა", „რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული ენა", პოსტერები  და დისკები. ქართულ კუთხეს მასპინძლობდნენ საელჩოს რეფერენტი ანუკი სტურუა, საელჩოს სტაჟიორი ანა კურსიკოვსკი, მეურნე გივი მჭედლიშვილი და სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები. საქართველოს საელჩო შვედეთში მადლობას უხდის საქართველოს განათლების სამინისტროს მაღალი დონის პოლიგრაფიული ხარისხის ბუკლეტების მოწოდებისთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ