ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ულრიკა სოდერლინდის წიგნის პრეზებტაცია საელჩოში

29 ნოემბერს საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საელჩოში გაიმართა შვედი მეცნიერის, ულრიკა სოდერლინდის წიგნის "Religion and Diet in a Multi-Religious City -  a comprehensive study regarding interreligious relations in Tbilisi in every day life and on feats days"  პრეზენტაცია.  წიგნი ეფუძნება ულრიკა სოდერლინდის  მიერ განხორციელებულ კვლევას, თბილისში სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ წრეებში დამკვიდრებული გასტრონომიული ტრადიციების ანალიზს.  საქართველოს ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.  წიგნის წარდგენის  დროს ისაუბრეს წიგნის ავტორმა ულრიკა სოდერლინდმა, გამომცემლობა "Universus Academic Press"-ის ხელმძღვანელმა კრისტერ ესელმა, შვედეთის რადიოს კორესპონდეტნმა და შვედეთის გასტრონომიული აკადემიის წევრმა კაშტენ თურფელმა და საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარემ სვენ ჰოლმსტრომმა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც საელჩო სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ