ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 

საქართველოს მთავრობა მიესალმება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნას საქართველოს შესახებ და იღებს რეფორმების გაგრძელების, სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულებას.

 

განთავსების თარიღი: 01.08.2014
 

გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილება

განთავსების თარიღი: 31.07.2014
 

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს

განთავსების თარიღი: 30.07.2014
 

დღეს, 11 ივლისს, შვედეთში საქართველოს საელჩოს ეწვია შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) თავმჯდომარე პერ ვესტერბერგი და შვედეთის ხელისუფლების სახელით ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

განთავსების თარიღი: 14.07.2014
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში გაიხსნება სამძიმრის წიგნები. 

შვედეთში საქართველოს საელჩოში (Karlavägen 60, 2tr.) სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება შესაძლებელი იქნება 10 და 11 ივლისს, 10.00-დან 16.00 საათამდე.

განთავსების თარიღი: 08.07.2014
 

მ/წლის 1 ივლისს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკას ესტუმრა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ლარი ლემპერტს საჩუქრად გადასცა 25 ქართული წიგნი. 

განთავსების თარიღი: 08.07.2014
 

დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა სტოკჰოლმშიც აღნიშნეს. 27 ივნისს, შვედეთში საქრთველოს საელჩომ, მოლდოვასა  და უკრაინის საელჩოებთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობაში - „ევროპის სახლში" საზეიმო მიღება გამართა. 

განთავსების თარიღი: 27.06.2014
 

მ/წლის 24-25 ივნისს შვედეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა შვედეთის ვაჭრობის მინისტრთან ევა ბიორლინგთან, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ტორნბიორნ სოლსტრიომთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორთან შარლოტა პეტრი გურნიცკასთან, შვედეთის სახელმწიფო საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოებისა (Business Sweden, National Board of Trade, Swedish Export Credit) და მსხვილი შვედური კომპანიების („ABB", „Volvo", „TeliaSonera", „Scania", „AF Group", „SWECO", „Xylem", „Tech Management") ხელმძღვანელებთან. მინისტრმა ასევე მოინახულა მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანიის „Scania" ქარხანა ქ. სოდერტელიეში.

განთავსების თარიღი: 26.06.2014
 

ბოლო სამი წელი ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს ისტორიულ მასალებზე, რომლებიც შუა საუკუნეების შვედურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავენ. კერძოდ, დავიწყეთ ვიკინგური ხანის კავშირების შესწავლა და პოპულარიზაცია. ამ პროცესში ჩავრთეთ შვედი მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ VIII-XI საუკუნეებში შვედეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ვიკინგების მოგზაურობებს. 2011 წლის ბოლოს ჩვენი საელჩოს ეგიდით სტოკჰოლმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული კონტაქტები სკანდინავიასა და საქართველოს შორის“, რომელშიც ვიკინგების ხანის კვლევაში ჩართულმა ყველა წამყვანმა შვედურმა სამეცნიერო ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე მოვიწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც. ვიკინგების საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოს შინაომებში მონაწილეობასთან დაკავშირებულმა მოხსენებებმა კონფერენციის მონაწილე წამყვანი შვედი მეცნიერების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის მასალებს თავი მოვუყარეთ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც, სამთავრობო  სააგენტოს „Svenska Institutet“ დახმარებით, უპსალას უნივერსიტეტის სტამბაში 2013 წლის ოქტომბერში გამოვეცით. ეს შვედეთში გამოსული პირველი პუბლიკაციაა, რომელიც შუა საუკუნეების ქართულ-შვედურ კავშირებსა და საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. ჟურნალი უკვე ვრცელდება შვედეთის უმაღლეს სასწავლებლებში როგორც დამხმარე სახელმძღვანელო არქეოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

 

 

განთავსების თარიღი: 23.06.2014
 

მ/წლის  1-6 ივნისს სტოკჰოლმს ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები - სასახლის დირქტორი ქეთევან ფეიქრიშვილი და სასახლის ბიბლიოთეკის გამგე ქეთევან კალანდაძე, რომლებიც  ჩართული არიან საქართველოში საბავშვო ბიბლიოთეკების ხელშეწყობის ერთობლივ შვედურ-ქართულ პროექტში.

განთავსების თარიღი: 23.06.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ