ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ/წლის 31 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩოში საზეიმოდ აღინიშნა საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის 2013-14 სასწავლო წლის დასრულება. სკოლა 2011 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს საელჩოს შენობაში.ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი, რომელსაც სკოლის მოსწავლეების მშობლები დაესწრნენ. 

განთავსების თარიღი: 31.05.2014
 

2014 წლის 28 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღება სტოკჰოლმის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Konserthuset გაიმართა, ეს ის დარბაზია, სადაც ყოველწლიურად ნობელის პრემიის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი იმართება.

განთავსების თარიღი: 29.05.2014
 

მ/წლის 6 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩომ სტოკჰოლმის ისტორიის მუზეუმში გამართა მორიგი „ქართული საღამო", რომელიც  2004 წლის შვედური სამეცნიერო ექსპედიციის „ვიტფარნე" ათ წლისთავსა და ვიკინგური ხანის ქართულ-შვედური კონტაქტების შესწავლას მიეძღვნა.

განთავსების თარიღი: 08.05.2014
 

მ/წლის 12 აპრილს,  შვედეთში საქართველოს საელჩომ,  „დედაენის დღესთან"  დაკავშირებით, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის  სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში გასვლითი გაკვეთილი მოაწყო. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ქალბატონმა ჰარიეტ ლაქსტენმა ბავშვებს დაათვალიერებინა ქართული წიგნების სექცია, გააცნო ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ქართული  საბავშვო ლიტერატურა. 

განთავსების თარიღი: 15.04.2014
 

მ/წლის 7-8 აპრილს, საქართველოსა და შვედეთის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, თბილისს ეწვია შვედ პარლამენტართა დელეგაცია. ეს შვედი კანონმდებლების საპასუხო ვიზიტი იყო. გასული წლის დეკემბერში შვედეთში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით. ორმხრივი თანამშრომლობის პროექტი, რომლის ინაუგურაციაც 2013 წლის სექტემბერში, შვედეთის რიკსდაგის სპიკერის საქართველოში ვიზიტის დროს მოხდა, ითვალისწინებს ორი ქვეყნის პარლამენტარებს შორის გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებას, სემინარების მოწყობას, საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

განთავსების თარიღი: 10.04.2014
 

მ/წლის 30 მარტს ჰელსინკის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში Finlandia Hall გაიმართა ანსამბლის „სუხიშვილები" კონცერტი. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი ფინეთს პირველად 1948 წელს ეწვია. 66 წლის შემდეგ კი „სუხიშვილები" კვლავ წარდგნენ ფინელი მაყურებლის წინაშე. კონცერტის დღეს Finlandia Hall-ის 1700 კაციანი დარბაზი მთლიანად შეივსო, სტუმრებს შორის იყვნენ ფინეთის მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საქმიანი წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, ფინეთში მცხოვრები ქართველები.

განთავსების თარიღი: 31.03.2014
 

მ/წლის 26 მარტს, ფინეთში საქართველოს საელჩომ, ესტონეთის საელჩოსთან ერთად, ჰელსინკის ერთ-ერთ ცნობილ კინოთეატრში K-13 მოაწყო ერთობლივი ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინები" ჩვენება.

ღონისძიებას დაესწრნენ ფინეთის კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ჰელსინკიში მცხოვრები ქართველები, ესტონელები, უკრაინელები.

ჩვენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს და ესტონეთის ელჩებმა. საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა 1990-ანი წლების დასაწყისის აფხაზეთის კონფლიქტზე, აღნიშნა, რომ  აფხაზეთი ეს საქართველოს ღია ჭრილობაა და მის მკურნალობაში პოლიტიკურ საშუალებებთან ერთად მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია კულტურას, ხელოვნებას, კინემატოგრაფს, ყველაფერ იმას, რაც ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების აღდგენას.

განთავსების თარიღი: 28.03.2014
 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლი განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას. ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. 

განთავსების თარიღი: 19.03.2014
 

მ/წლის 12 მარტს შვედეთში საქართველოს საელჩოს შვედეთის სავაჭრო და საინვესტიციო ორი ძირითადი სამთავრობო სააგენტოს - Business Sweden-ისა და შვედეთის სავაჭრო საბჭოს ხელმძღვანელები ეწვივნენ. მათთვის საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ გამართა პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, შვედურ-ქართული კავშირების, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. იგი სტუმრებს ესაუბრა შვედეთ-საქართველოს სავაჭრო დინამიკაზე, საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ სფეროებზე, რომელიც შესაძლოა მიმზიდველი იყოს შვედური ინვესტიციებისთვის. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლის აგვისტოს ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან ხელს მოაწერს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, რაც სრულიად ახალ  შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ ვაჭრობის ეროვნული საბჭოს დირექტორი მიკაელ კოხი და Business Sweden-ის ვიცე-პრეზიდენტი გეეტალი ჩატვალ-იონსონი, ასევე, ორივე სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების მენეჯერები ოსა კრისტიანსონი, იან ოლსონი, გუნილა ჰულტი და კაიშა იოჰანსონი, დაინტერესდნენ პრეზენტაციით და აქტიურად ჩაებნენ მის განხილვაში. სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის გამართონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული სემინარები და სასწავლო ვიზიტები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აქტიურად შეუწყობენ ხელს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებას. შეხვედრის ბოლოს გაიმართა მიღება, რომლის დროსაც საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა  ქართული ღვინითა და კერძებით. 

განთავსების თარიღი: 14.03.2014
 

მ/წლის 14-16 თებერვალს გაიმართა სტოკჰოლმის ტრადიციული არტ-ბაზრობა „Supermarket", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან და გალერეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურული ორგანიზაციის „გეოეარ", გალერეის „ნექტარი" და  თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლებმა.

განთავსების თარიღი: 28.02.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ