ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პოპულარულმა გამოცემა The Telegraph-მა 2017 წლის 8 იანვარს გამოაქვეყნა აუცილებლად სანახავი ევროპის 21 ქალაქის სია („21 European cities you never thought to visit – but definitely should“), სადაც რჩეულთა შორის მეოთხე ადგილი საქართველოს დედაქალაქმა თბილისმა დაიკავა (დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.telegraph.co.uk/travel/destinations/europe/galleries/European-cities-you-never-thought-to-visit-but-probably-should/).

განთავსების თარიღი: 12.01.2017
 

პოპულარულმა გამოცემამ VOGUE საქართველო, საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეულში, პირველ ადგილზე დაასახელა.

განთავსების თარიღი: 31.12.2016
 

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. 24 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები, თავიანთ მშობლებთან ერთად.

განთავსების თარიღი: 24.12.2016
 

ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს 5 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა შვედეთში, მალხაზ კაკაბაძემ ჩანაწერი დატოვა ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში

განთავსების თარიღი: 05.10.2016
 

მ/წლის 27 სექტემბერს, ქ. სტოკჰოლმში, ევროკომისიის წარმომადგენლობაში, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საელჩო ამ ღონისძიებაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

განთავსების თარიღი: 28.09.2016
 

 

 

განთავსების თარიღი: 16.09.2016
 

2016 წლის 1-5 ივლისის, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიას მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართება.

საპარლამენტო თანამშრომლობის ფორუმზე ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 700-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

განთავსების თარიღი: 21.06.2016
 

თბილისის სტიქიიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ერთი წლის წინ 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ. სტიქიის ადგილას დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართა.  საქართველოს დედაქალაქში ტრაგედიის ადგილას - ვარაზისხევისა და თამარაშვილის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხალისეებმა სანთლებით, სიმბოლურად, მდინარის გამოსახულება შექმნეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

განთავსების თარიღი: 15.06.2016
 

მ/წლის 31 მაისს სტოკჰოლმში, „შვედურ ინსტიტუტში" ლია ლიქოკელის პოეტური კრებულის „დევის ცოლის სიცილის" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი განხორციელდა შვედეთში საქართველოს საელჩოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, შვედური გამომცემლობა „Smockadoll Förlag"-ისა და საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გასულ წელს გამომცემლობა „Smockadoll Förlag"-მა შვედურ ენაზე გამოსცა ლია ლიქოკელის კრებული „დევის ცოლის სიცილი".

განთავსების თარიღი: 07.06.2016
 

2016 წლის 30 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩომ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, „კავალერიის მიღებათა დარბაზში" საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, ასევე კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

 

განთავსების თარიღი: 01.06.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ