ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

11  თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების  ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება  საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს  შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ორგანიზაციის დაარსების დღიდან შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს ტრადიციულად  საქართველოს საელჩოში ატარებს. შეხვედრის დასაწყისში დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა.  წლიურ შეკრებაზე საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ორი წლის ვადით აირჩიეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, პერ ეკლუნდი და  საბჭოს სხვა წევრები. სვენ ჰოლმსტრომი კვლავ საზოგადოების თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს საელჩოს რეფერენტი ანუკი სტურუა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვეს.

განთავსების თარიღი: 18.02.2016
 

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვალსტრომი.   მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-შვედეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.

განთავსების თარიღი: 08.02.2016
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად

აგრძელებს ბათუმის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას

არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის პერიოდშიც. აღნიშნული მიზნისათვის,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაგეგმა საინტერესო საახალწლო

ღონისძიებები, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ

ბმულზე: http://gobatumi.com/en/what-to-do/whats-on/new-year-2016-in-batumi/377

განთავსების თარიღი: 21.12.2015
 

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში  შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. 12 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად. სტუმრებს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი მესხელი  მიესალმა და საახალწლო საღამოს პროგრამა გააცნო. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მუსიკალურ-თეატრალური დადგმა „ჩხიკვთა ქორწილი". საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს არ დაკარგონ ენობრივი და კულტურული კავშირი თავიანთ სამშობლოსთან, ეზიარონ ქართულ ენას და ლიტერატურას. დღეს სკოლაში 8 -11  წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს.ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ბუნებას.

განთავსების თარიღი: 18.12.2015
 

2015 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში" სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ, ამერიკული ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო პროფესიებში. ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს.

განთავსების თარიღი: 17.12.2015
 

ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის ლიტერატურის პრიზი "ALMA" წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს საბავშვო ლიტერატურის დარგში.

განთავსების თარიღი: 17.12.2015
 

28 ნოემბერს  ქალაქ გოტებორგში, დიკსონის ისტორიულ სასახლეში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედურ-ქართულმა ღვინის კლუბმა „მარანი", საქართველოს ღვინის კლუბთან ერთობლივად, ორგანიზება გაუკეთა  ქართული ღვინის დეგუსტაციას. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია და შვედურ-ქართული ღვინის კლუბის „მარანი" დამფუძნებელი, გიორგი სხირტლაძე. მათ ისაუბრეს ქართული ღვინის კულტურაზე, ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე, ქვევრის ღვინის მიღების ტრადიციულ მეთოდზე.

განთავსების თარიღი: 04.12.2015
 

21 ნოემბერს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის საელჩომ ექსკურსია მოაწყო სტოკჰოლმის სამეფო საჭურველის მუზეუმში „Livrustkammaren". ექსპოზიციის „აბრეშუმის კვალზე" ფარგლებში მოეწყო ქართული ზღაპრების კითხვა შვედურ ენაზე. ექსპოზიცია ასახავს მე-17 საუკუნეში საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან არსებულ ისტორიულ კავშირებს.

განთავსების თარიღი: 04.12.2015
 

7 ნოემბერს შვედეთში საქართველოს საელჩომ, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში გასვლითი გაკვეთილი მოაწყო. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, ქალბატონმა იუნკო სოდერმანმა ბავშვებს გააცნო ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ქართული საბავშვო ლიტერატურა და დაათვალიერებინა ქართული წიგნების სექცია. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ბავშვებს ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის საშუალება მიეცათ, რის შემდეგაც მათ თავად აერჩიეს და გამოტანეს საბავშვო წიგნები. ამჟამად, სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში 480 ქართულენოვანი წიგნია: ქართველი კლასიკოსები, თანამედროვე მწერლები, საბავშვო წიგნები, თარგმანები და შემეცნებითი ლიტერატურა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ბიბლიოთეკასთან და ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული სექციის გამრავალფეროვნებას.  

განთავსების თარიღი: 10.11.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და სტოკჰოლმის სამეფო საჭურვლის მუზეუმის „Livrustkammaren" (Royal Armory) მხარდაჭერით მ/წლის 5 ნოემბერს მორიგი „ქართული საღამო" გაიმართა. ის საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან მე-17 საუკუნეში არსებული კავშირების ამსახველი ექსპოზიციის „აბრეშუმის კვალზე" პარალელურად, შვედეთის სამეფო საჭურვლის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და ვიკინგური ხანის ქართულ-შვედურ კავშირებსა და ქართულ ენას მიეძღვნა. ღონისძიების დასაწყისში დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და მადლობა გადაუხადა მუზეუმს ღონისძიების ორგანიზებისათვის. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასევე მუზეუმის ხელმძღვანელი მალინ გრუნდბერგი. საღამოს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ან გრონჰამარი.

განთავსების თარიღი: 09.11.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ