ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიგის სამიტის წინ შვედეთის სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციების ინტენსიფიკაციისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პოზიციების ერთობლივად წარდგენის მიზნით, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოების თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ჩამოყალიბდა. ეს გადაწყვეტილება შვედეთში საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, მოლდოვას ელჩმა ემილ დრუკმა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იჰორ ცელიუკომ.

განთავსების თარიღი: 10.03.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩო შვედური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის რეგულარულად მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაა. ამგვარ ღონისძიებებზე დამსწრეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს,  ასევე, მის დღევანდელობას, ტურისტულ და ბიზნეს პოტენციალს, საინვესტიციო გარემოს. ისინი იღებენ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და კერძები.  

განთავსების თარიღი: 02.03.2015
 

შვედეთის დედოფლის სილვიას საქველმოქმედო ფონდის მიწვევით, სტოკჰოლმს ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეწვია. მან ქართული სიმღერები შეასრულა სამეფო მეჯლისზე, რომელიც სტოკჰოლმის პრესტიჟული სასტუმროს „გრანდ" სარკეებიან დარბაზში გაიმართა.

განთავსების თარიღი: 23.02.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ესასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან. უკვე ტრადიციად იქცა, რომ შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს საელჩოში ატარებს.

განთავსების თარიღი: 17.02.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა. პალატის პრეზიდენტია შვედი ბიზნესმენი ბენგტ კარლსტრომი, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურადთანამშრომლობს საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ სწორედ ის არის ამ პირველი ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის ხელმძღვანელი, მისი ბაბუა - გრიგორი გაჩეჩილაძე 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ სკანდინავიაში მივლენილი ეკონომიკური მისიის წევრი იყო. სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედეთის რეგიონულ სავაჭრო პალატებთან და იმ შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში არიან ჩართულები. მიზანი საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.

განთავსების თარიღი: 05.02.2015
 

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩომ შვედეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საახალწლო ზეიმი მოუწყო. 20 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად.  საახალწლო ნაძვის ხითა და გირლიანდებით მორთული საელჩო ბავშვების ჟრიამულით აივსო.

განთავსების თარიღი: 23.12.2014
 

შვედეთში საქართველოს საელჩო ცდილობს გააფართოვოს საქართველო-შვედეთის თანამშრომლობის არეალი და პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებთან ერთად ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში კონტაქტების განვითარებას. 

განთავსების თარიღი: 18.12.2014
 

16 დეკემბერს საქართველოს ელჩი შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა ცნობილ შვედ მეცნიერებსა და მედიკოსებს, სტოკჰოლმის „კაროლინსკას" საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს ბენგტ ბიორკსტენს, შვედეთის ბავშვთა ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დოქტორ სტეფან სოდერჰელმს, „კაროლინსკას" კლინიკის წამყვან ონკოლოგებს დოქტორ პერ კოგნერს, არია ჰარილა-საარის და მატს ჰეიმანს.  

განთავსების თარიღი: 17.12.2014
 

მ/წლის 8 დეკემბერს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა შვედეთის რიკსდაგის სპიკერს, „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ურბან ალინს. საუბარი შეეხო როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე, შვედეთის ახალი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და შვედეთში დაწყებულ სამთავრობო კრიზისს.

განთავსების თარიღი: 15.12.2014
 

საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე და ამ ეტაპზე ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ნავთობპროდუქტების მიმართ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, ნედლი ნავთობის მწარმოებელი რეგიონების სიახლოვესთან ერთად, მყარ საფუძველს ქმნის საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებისთვის.

საქართველოს მთავრობის („მთავრობა") მიზანია ინვესტორის („ინვესტორი") შერჩევა შავი ზღვის სანაპიროზე წელიწადში მინიმუმ 2 (ორი) მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის („ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა") განვითარების მიზნით, მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT") ხელშეკრულების („ხელშეკრულება") საფუძველზე („პროექტი"), რომელიც გაფორმდება ინვესტორთან.

შესაბამისად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გზით („ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა"), მთავრობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით („სამინისტრო") იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს („კანდიდატები"), რათა გამოხატონ დაინტერესება („ინტერესის გამოხატვა") პროექტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

განთავსების თარიღი: 08.12.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ