ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით გაიმართება ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება /გამოვლენა - 2017.

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

გაცნობებთ, რომ შექმნილია ელექტრონული რეესტრი, რომელიც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია რომელ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ ხმის მიცემა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

განთავსების თარიღი: 28.09.2016
 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლებელია, დილის 8:00-დან 20:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, მისამართი: ქ. სტოკჰოლმი კარლავეგენ 60, მე-2 სართული, 11449 Karlavägen 60, 2 tr, 114 49 Stockholm.

განთავსების თარიღი: 28.09.2016
 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს

განთავსების თარიღი: 11.09.2016
 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში კონკურსანტთა საბუთების ცესკო-ში წარდგენის საწყისი ვადა 9 სექტემბერია, ხოლო ბოლო ვადა 13 სექტემბერი.

განთავსების თარიღი: 08.09.2016
 

ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 10 აგვისტოს №55/2016 დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელსაც გააჩნია საქართველოსმოქალაქის მომქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის მომქმედი პასპორტი და რომელიც მოიხსნა საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. ხოლო, ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

განთავსების თარიღი: 31.08.2016
 

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში  შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. 12 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად. სტუმრებს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი მესხელი  მიესალმა და საახალწლო საღამოს პროგრამა გააცნო. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მუსიკალურ-თეატრალური დადგმა „ჩხიკვთა ქორწილი". საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს არ დაკარგონ ენობრივი და კულტურული კავშირი თავიანთ სამშობლოსთან, ეზიარონ ქართულ ენას და ლიტერატურას. დღეს სკოლაში 8 -11  წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს.ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ბუნებას. ზეიმის მეორე ნაწილი სტოკჰოლმში შექმნილ საბავშვო ანსამბლს „ნერგები" დაეთმო.

განთავსების თარიღი: 14.12.2015
 

28 ნოემბერს  ქალაქ გოტებორგში, დიკსონის ისტორიულ სასახლეში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედურ-ქართულმა ღვინის კლუბმა „მარანი", საქართველოს ღვინის კლუბთან ერთობლივად, ორგანიზება გაუკეთა  ქართული ღვინის დეგუსტაციას. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია და შვედურ-ქართული ღვინის კლუბის „მარანი" დამფუძნებელი, გიორგი სხირტლაძე. მათ ისაუბრეს ქართული ღვინის კულტურაზე, ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე, ქვევრის ღვინის მიღების ტრადიციულ მეთოდზე.

დეგუსტაციაზე  წარმოდგენილი იყო 8 ქართული ღვინო. ესენია წინანდალი- Lukasi, 2012, ცოლიკოური - თელიანი ველი 2014,  რქაწითელი - ლექსო ციხელიშვილის მარანი 2013, (ქვევრი), ხვანჭკარა - თბილღვინო, 2014, ოცხანური საფერე -  ლაგვინარი, 2013 (ქვევრი) საფერავი - ბესინი, 2014, საფერავი- ბექა გოცაძის მარანი, 2013 (ქვევრი), საფერავი- ღვარძელაშვილის მარანი, 2014 (ქვევრი).

განთავსების თარიღი: 30.11.2015
 

21 ნოემბერს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის საელჩომ ექსკურსია მოაწყო სტოკჰოლმის სამეფო საჭურველის მუზეუმში „Livrustkammaren". ექსპოზიციის „აბრეშუმის კვალზე" ფარგლებში მოეწყო ქართული ზღაპრების კითხვა შვედურ ენაზე. ექსპოზიცია ასახავს მე-17 საუკუნეში საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან არსებულ ისტორიულ კავშირებს. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს ქართული ზღაპრები და გაიცნეს შვედი მეზღაპრე, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებულია კავკასიის რეგიონის ხალხური ზღაპრების შესწავლით. ღონისძიების შემდეგ ბავშვებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ მუზეუმის კოლექცია.

განთავსების თარიღი: 24.11.2015
 

7 ნოემბერს შვედეთში საქართველოს საელჩომ, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში გასვლითი გაკვეთილი მოაწყო. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, ქალბატონმა იუნკო სოდერმანმა ბავშვებს გააცნო ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ქართული საბავშვო ლიტერატურა და დაათვალიერებინა ქართული წიგნების სექცია.

განთავსების თარიღი: 10.11.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ