ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის დედოფლის სილვიას საქველმოქმედო ფონდის მიწვევით, სტოკჰოლმს ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეწვია. მან ქართული სიმღერები შეასრულა სამეფო მეჯლისზე, რომელიც სტოკჰოლმის პრესტიჟული სასტუმროს „გრანდ" სარკეებიან დარბაზში გაიმართა. სტოკჰოლმში ყოფნისას ქართველი მომღერალი  საქართველოს საელჩოს ესტუმრა, სადაც საქართველოს ელჩს კონსტანტინე ქავთარაძეს შეხვდა, ასევე, დაათვალიერა საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა, გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს.

განთავსების თარიღი: 25.02.2015
 

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩომ შვედეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საახალწლო ზეიმი მოუწყო. 20 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად.  საახალწლო ნაძვის ხითა და გირლიანდებით მორთული საელჩო ბავშვების ჟრიამულით აივსო.

განთავსების თარიღი: 23.12.2014
 

2014 წლის 6 ნოემბერს საელჩოში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენა. გახსნას დაესწრნენ ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის „Kvinna till Kvinna", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), სტოკჰოლმის ქალთა საერთაშორისო კლუბების, „როტარი" კლუბის, ასევე, ახლახანს, სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველი ქალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის „დეიზი" წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 10.11.2014
 

2014 წლის 13  სექტემბერს შვედეთში საქართველოს საელჩოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბავშვებს დაურიგდათ ახალი სახელმძღვანელოები და ქართული ენის რვეულები. საკვირაო სკოლა შვედეთში საქართველოს საელჩომ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა.

განთავსების თარიღი: 17.09.2014
 

მ/წლის 31 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩოში საზეიმოდ აღინიშნა საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის 2013-14 სასწავლო წლის დასრულება. სკოლა 2011 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს საელჩოს შენობაში.ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი, რომელსაც სკოლის მოსწავლეების მშობლები დაესწრნენ.

განთავსების თარიღი: 06.06.2014
 

მ/წლის 12 აპრილს, შვედეთში საქართველოს საელჩომ, „დედაენის დღესთან" დაკავშირებით, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში გასვლითი გაკვეთილი მოაწყო.

განთავსების თარიღი: 15.04.2014
 

21 დეკემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა შობა-ახალი წლის ზეიმი. ზეიმის ფარგლებში გაიმართა საკვირაო სკოლის სიმბოლური ღია გაკვეთილი და გაიხსნა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. საკვირაო სკოლას სტუმრად ჰყავდა საბავშვო ანსამბლი „ნერგები\", რომელმაც შეასრულა ქართული სიმღერები და ცეკვები.საელჩო სტუმრებს ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ბავშვებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები.

განთავსების თარიღი: 23.12.2013
 

2013 წლის 23 ნოემბერს, წმ. გიორგის ხსენების დღეს, სტოკჰოლმის სერბულ ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონმა მამა ანგეამ აღავლინა წირვა ქართულ ენაზე. წირვას სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ.

განთავსების თარიღი: 25.11.2013
 

მ/წლის 19 ოქტომბერს, სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს წინ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია, რომლის დროსაც გააპროტესტეს რუსეთის საოკუპაციო  ძალების ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

განთავსების თარიღი: 30.10.2013
 

მ/წლის 12 ოქტომბერს, შვედეთში საქართველოს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის საელჩომ მოაწყო გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია სტოკჰოლმის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სკანსენ". ბავშვებმა დაათვალიერეს შვედეთის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სახლები, გაეცვნენ ადგილობრივ ყოფასა და ტრადიციული ცხოვრების წესს.

განთავსების თარიღი: 14.10.2013
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ