ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა გაიხსნა

12 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს შენობაში შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის გაიხსნა საკვირაო სკოლა. სტოკჰოლმში ეს პირველი ქართული საკვირაო სკოლაა. პირველ გაკვეთილს 9 ბავშვი დაესწრო. მათთვის საელჩომ შეიძინა საჭირო ინვენტარი, დაბეჭდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საკვირაო სკოლებისათვის შემუშავებული სახელმძღვანელო. წლის ბოლომდე ბავშვებისთვის შემუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც ასევე ითვალისწინებს გასვლით გაკვეთილებს. საკვირაო სკოლის გახსნისას მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე მიესალმა. გაკვეთილი საელჩოს რეფერენტმა ანუკი სტურუამ ჩაატარა. ბავშვები ერთმანეთს გაეცნენ, მოხდა სასწავლო სახელმძღვანელოების პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს გაიმართა ქართული საბავშვო ფილმების ჩვენება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ