ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული საგალობლები და საშობაო სიმღერები შვედური ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით

 

მ/წლის 8 დეკემბერს, ქ. გოტებორგში, სირიულ მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო გუნდებმა. ამ კონცერტზე ქართული საეკლესიო მუსიკა წარადგინა შვედი პროფესიონალი მუსიკოსების მიერ შექმნილმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „დოლური", რომელმაც შეასრულა ქართული საგალობლები და საშობაო სიმღერები. აღსანიშნავია, რომ მ/წლის მარტში „დოლურის" წევრებს გადაეცათ შვედეთში საქართველოს საელჩოს სამახსოვრო მედლები შვედურ-ქართული კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. წმინდა ნინოს სამრევლოს თავმჯდომარემ, გიორგი სხირტლაძემ საელჩოს ხელშეწყობით კონცერტის ფარგლებში მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული სუვენირები, საინფორმაციო ბროშურები, საქართველოს ამსახველი ფოტომასალა და ქართული კერძები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ