ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავი

მ/წლის 7 აგვისტოს შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საღამო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-4 წლისთავს მიეძღვნა. საელჩოში შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და საქართველოს შვედი მეგობრები. დამსწრეებს შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. გაიმართა ანდრეი ნეკრასოვის ფილმის „რუსული გაკვეთილები" ჩვენება. შეხვედრისას ასევე გავიხსენეთ საქართველოს ის უცხოელი მეგობრები, რომლებიც გვერდით დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას იმ რთულ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, საელჩოში მოეწყო 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში პოლონეთის, ლიტვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ჩასვლის ამსახველი ფოტო-გამოფენა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის აქტიური პოზიცია და საქართველოს მხარდაჭერა ომის დროს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ