ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება შვედეთში

მ/წლის 30 მაისს, საქართველოს საელჩომ შვედეთში გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. მიღებისათვის შვედეთის ეროვნული ისტორიის მუზეუმმა საელჩოს დაუთმო მუზეუმის ე.წ. ბაროკოს დარბაზი, რომელშიც შვედეთის ქრისტიანულ წარსულთან დაკავშირებული მასალებია გამოფენილი. სწორედ ამ მუზეუმთან ერთად ჩაატარა საელჩომ გასული წლის ბოლოს  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შუა საუკუნეებში ქართულ-შვედურ ურთიერთობებს მიეძღვნა. მიღებას დაესწრნენ სამეფო კარის წარმომადგენლები, შვედეთის პარლამენტის წევრები,  სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, გავლენიანი ჟურნალისტები, საზოგადოების ცნობილი წევრები, ბიზნესმენები, შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები (სულ 400-მდე კაცი).  სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან ისაუბრა ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის რთულ გზაზე, აღნიშნა, რომ 1918 წელს - დამოუკიდებლობის პირველსავე წელს, ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკამ ერთ-ერთი პირველი საელჩო სწორედ სტოკჰოლმში გახსნა, შესაბამისად, ელჩის თქმით, 2012 წელს საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არა დამყარების, არამედ აღდგენის 20 წლისთავი სრულდება, რაც ქვეყნებს შორის ახლო ისტორიულ ურთიერთობებზე მიუთითებს. ელჩმა გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შვედეთის, კერძოდ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა და სოლიდარობა. ელჩმა ისაუბრა საქართველოში შექმნილ არაკორუმპირებულ და ლიბერალურ ბიზნეს გარემოზე, აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, დინამიური და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა მსოფლიოში და მოუწოდა შვედურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისკენ. მან ხაზი გაუსვა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის, აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ამავე დროს, აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, უნდა შეიქმნას გრძელვადიანი  პოლიტიკური თანამშრომლობის მყარი საფუძველი ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კონტაქტების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობის, კულტურული და სამეცნიერო გაცვლების ინტენსიფიკაციის გზით. მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები. მიღების დროს დარბაზში ისმოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს საგალობლები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ