ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პატრიარქი ფინეთში

 

მ/წლის აპრილის დასაწყისში ფინეთს სტუმრობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 7 აპრილს, ხარების დღეს, ფინეთში ჩვენი საელჩოს დახმარებით, გაიმართა პატრიარქის შეხვედრა ფინეთსა და ესტონეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. შეხვედრის დასაწყისში აღევლინა ლოცვა და შესრულდა საგალობლები. პატრიარქმა პირადად დალოცა ყველა დამსწრე და საჩუქრად გადასცა ქართული ღვინო და მის მიერ შექმნილი საეკლესიო საგალობლების კომპაქტ-დისკი. დასასრულს, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოსკოვიდან ჩამოსულმა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა შეასრულა რამდენიმე ქართული სიმღერა. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი თანამემამულეები ემოციებს ვერ ფარავდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს მათთვის დაუვიწყარი საღამო იყო.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ