ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საკვირაო სკოლის ბავშვები სკანსენში

მ/წლის 12 ოქტომბერს, შვედეთში საქართველოს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის საელჩომ მოაწყო გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია სტოკჰოლმის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სკანსენ". ბავშვებმა დაათვალიერეს შვედეთის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სახლები, გაეცვნენ ადგილობრივ ყოფასა და ტრადიციული ცხოვრების წესს. „სკანსენი" ევროპაში უძველესი ღია ცის ქვეშ მუზეუმია, რომელიც 1891 წელს დააარსა შვედმა ეთნოლოგმა არტურ იმანუელ ჰაზელიუსმა. ბოლო რამდენიმე წელია "სკანსენი" თანამშრომლობის პროექტს ახორციელებს თბილისის გ. ჩიტაიას სახ. ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმთან. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ