ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დედაენის დღის აღნიშვნა

მ/წლის 12 აპრილს, შვედეთში საქართველოს საელჩომ, „დედაენის დღესთან" დაკავშირებით, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში გასვლითი გაკვეთილი მოაწყო. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ქალბატონმა ჰარიეტ ლაქსტენმა ბავშვებს დაათვალიერებინა ქართული წიგნების სექცია, გააცნო ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ქართული საბავშვო ლიტერატურა. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, ისაუბრეს საყვარელი წიგნების შესახებ, წაიკითხეს ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ბიბლიოთეკამ ბავშვებს გადასცა საწევრო ბარათები, თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა თავად აერჩია და გამოეტანა რამდენიმე საბავშვო ქართული წიგნი. ამჟამად, სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში 358 ქართულენოვანი წიგნია: ქართველი კლასიკოსები, თანამედროვე მწერლები, საბავშვო წიგნები, თარგმანები და შემეცნებითი ლიტერატურა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ბიბლიოთეკასთან და ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული სექციის გამრავალფეროვნებას. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ