ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საკვირაო სკოლაში შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა

მ/წლის 31 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩოში საზეიმოდ აღინიშნა საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის 2013-14 სასწავლო წლის დასრულება. სკოლა 2011 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს საელჩოს შენობაში.ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი, რომელსაც სკოლის მოსწავლეების მშობლები დაესწრნენ. ღია გაკვეთილი საქართველოს ისტორიას მიეძღვნა. ბავშვებმა გავლილ პროგრამაზე დაყრდნობით წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართველ მეფეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და სასწავლო წლის წარმატებით დამათავრება მიულოცა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვა სკოლის მოსწავლეები.ღონისძიების შემდეგ საელჩო ბავშვებსა და მშობლებს ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ