ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში ქართველი ქალებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

2014 წლის 6 ნოემბერს საელჩოში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენა. გახსნას დაესწრნენ ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის „Kvinna till Kvinna“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), სტოკჰოლმის ქალთა საერთაშორისო კლუბების, „როტარი“ კლუბის, ასევე, ახლახანს, სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველი ქალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის „დეიზი“ წარმომადგენლები.  გამოფენა, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით მომზადდა, მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერ, მწერალ, მხატვარ, მსახიობ და სპორტსმენ ქალებს ეძღვნება.  გამოფენის გახსნის წინ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან აღნიშნა, რომ გამოფენა სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში იმოგზაურებს და სიმბოლურია, რომ მისი გახსნა სწორედ სტოკჰოლმში ხდება, რამეთუ, შვედეთს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთელს მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. ელჩმა დამსწრეებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს ისტორიაში ქალის როლის შესახებ.  ამის შემდეგ, სტუმრებს მიმართეს ქალთა ორგანიზაციის „დეიზი“ წევრებმა, მათ ისაუბრეს გაერთიანების მიზნებზე, გამოხატეს შვედ კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის სურვილი, მადლობა გადაუხადეს საელჩოს მათი საქმიანობის მხარდაჭერისთვის.  გამოფენამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი გახსნა შვედურმა პრესამაც გააშუქა.  მოწვეულ სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ