ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სტოკჰოლმს ეწვია

შვედეთის დედოფლის სილვიას საქველმოქმედო ფონდის მიწვევით, სტოკჰოლმს ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეწვია. მან ქართული სიმღერები შეასრულა სამეფო მეჯლისზე, რომელიც სტოკჰოლმის პრესტიჟული სასტუმროს „გრანდ" სარკეებიან დარბაზში გაიმართა. სტოკჰოლმში ყოფნისას ქართველი მომღერალი  საქართველოს საელჩოს ესტუმრა, სადაც საქართველოს ელჩს კონსტანტინე ქავთარაძეს შეხვდა, ასევე, დაათვალიერა საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა, გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს. საკვირაო სკოლა უკვე სამი წელია ფუნქციონირებს საქართველოს  საელჩოსთან, მისი გახსნა ელჩის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო. სკოლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს არ დაკარგონ ენობრივი და კულტურული კავშირი თავიანთ სამშობლოსთან, ეზიარონ ქართულ ენას და ლიტერატურას. თუმცა, სკოლას არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გაერთიანების ფუნქციაც აქვს. დღეს სკოლაში 6-9 წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს, ისინი გადიან საკვირაო სკოლებისთვის დამტკიცებულ პროგრამას, სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ბუნებას.  ბავშვები ძალზე მონდომებული არიან, ენის შესწავლის და საგნების ათვისების მხრივ მათი პროგრესი აშკარაა. საელჩო მათთვის ასევე აწყობს გამოფენებს, ექსკურსიებს, ზეიმებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ