ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ლექცია ალექსანდრე ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შვედეთში

2007 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს ინიციატივით შედგა პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის ლექცია საქართველოს საელჩოში. ამ დღისათვის მეცნიერი საგანგებოდ იქნა მოწვეული მოსკოვიდან სტოკჰოლმში, რათა მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში, როგორც ძირითადი მომხსენებელი. მან ლექცია მიუძღვნა ცნობილ ქართველ და რუს  საზოგადო და სამხედრო მოღვაწეს ალექსანდრე ბაგრატიონს. ლექციის ძირითად თემას წარმოადგენდა მე-18 საუკუნის დასაწყისში შვედეთის სამეფოში იმერეთის ბატონიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.

ლექციას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე შვედი სტუმრები: ისტორიკოსები,  მკვლევარები, სტუდენტები, საქმიანი წრეებისა და დიასპორის წარმომადგენლები. მოხსენების დასრულების შემდგომ წამოიჭრა მრავალი კითხვა: ალექსანდრე ბაგრატიონის ბიოგრაფიული ცნობების, შვედეთში მისი ტყვეობისა და   მის მემორიალურ დაფაზე, რომელიც 1996 წელს ბატონი ჯუანშერ ვათეიშვილისა და სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაიხსნა, ამოტვირფული ისტორიული მონაცემების არსებული უზუსტობების შესახებ.
ბატონმა ჯუანშერ ვათეიშვილმა საქართველოს საელჩოს საჩუქრად გადასცა მისი შვიდტომიანი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც განთავსდება საელჩოს ბიბლიოთეკაში. მისი ნაშრომები ეძღვნება საქართველო-რუსეთისა და საქართველოსა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობებს. ერთ-ერთი ტომი ეთმობა ალექსანდრე ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შვედეთში. 

აღნიშნული საღამო წარმოადგენს საქართველოს საელჩოსა და ახლადშექმნილი სათვისტომოს პირველ ერთობლივ ღონისძიებას. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ