ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 10 აგვისტოს №55/2016 დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელსაც გააჩნია საქართველოსმოქალაქის მომქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის მომქმედი პასპორტი და რომელიც მოიხსნა საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. ხოლო, ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ასეთი ამომრჩეველი, შვედეთის სამეფოში შექმნილ საარჩევნო უბანში ხმის მიცემას შეძლებს, თუ ის, მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე, ქ. სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში დადგება საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:
- ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge
- ქ. სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში პირადად გამოცხადების გზით;
- საფოსტო გზავნილით;
(იხილეთ ბმული: http://sweden.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1139).

ხოლო, ქ. სტოკჰოლმში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საელჩოში, 17 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება იმ ამომრჩევლების რეგისტრაცია, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე (ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს).

საარჩევნო სიაში საქართველოს მოქალაქის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ-გვერდზე: http://voters.cec.gov.ge/
არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ-გვერდზე: http://www.cesko.ge/

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ