ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება

28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით გაიმართება ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება /გამოვლენა - 2017.

გაცნობებთ, რომ კანდიდატების წარდგენის ვადაა 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

პროგრამის თანახმად, თანამემამულეთა ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
1. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
2. ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
3. ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
4. საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
5. სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
6. საქართველოს უცხოელი მეგობარი

ნომინაციის ფორმის გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე:
http://www.enigmma.ge/awards_nomination_form_final_ge-2/
http://www.enigmma.ge/awards_nomination_form_final_en-4/

შევსებული ნომინაციის ფორმა იგზავნება შემდეგ ელ-ფოსტაზე: diasporaawards@icmpd.org

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პროექტის "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში" -ENIGMMA-ს ვებ გვერდებს:
http://bit.ly/2rpmwVP

გამარჯვებული კანდიდატების იდენტიფიცირება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელთაგან შემდგარი ჯგუფის მიერ.

გამარჯვებული კანდიდატების მგზავრობის (ავიაბილეთები) ანაზღაურება მოხდება ღონისძიების ორგანიზატორების - მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ. მხოლოდ იშვიათი, დასაბუთებული და მიზნობრივად გამართლებული გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებაც.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ