ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2013 წლის 14 სექტემბერს შვედეთში საქართველოს საელჩოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში  ახალი სასწავლო  წელი დაიწყო. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს ელჩმა  შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძემ.

განთავსების თარიღი: 18.09.2013
 

მ/წლის 5-7 ივლისს, სტოკჰოლმს სტუმრობდა სამების საკათედრო ტაძრისა და ძეგვის დედათა მონასტრის მღვდელმსახური მამა მამუკა თავხელიძე, თანმხლებ პირებთან ერთად.

განთავსების თარიღი: 12.07.2013
 

მ/წლის 13 აპრილს, შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ ღონისძიების ინიციატორი სტოკჰოლმში ახლადშექმნილი ერთ-ერთი დიასპორული ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის სახელობის შვედეთის ახალი ქართული სათვისტომო" იყო. საელჩომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისა და საქართველოს შვედი მეგობრებისთვის საელჩოს შენობაში მოეწყო საზეიმო მიღება-კონცერტი.

განთავსების თარიღი: 23.04.2013
 

მ/წლის აპრილის დასაწყისში ფინეთს სტუმრობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 7 აპრილს, ხარების დღეს, ფინეთში ჩვენი საელჩოს დახმარებით, გაიმართა პატრიარქის შეხვედრა ფინეთსა და ესტონეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.

განთავსების თარიღი: 10.04.2013
 

22 დეკემბერს შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საშობაო-საახალწლო ზეიმი შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. ზეიმის ფარგლებში მოეწყო საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა. 

განთავსების თარიღი: 24.12.2012
 

მ/წლის 8 დეკემბერს, ქ. გოტებორგში, სირიულ მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო გუნდებმა. ამ კონცერტზე ქართული საეკლესიო მუსიკა წარადგინა შვედი პროფესიონალი მუსიკოსების მიერ შექმნილმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „დოლური", რომელმაც შეასრულა ქართული საგალობლები და საშობაო სიმღერები.

განთავსების თარიღი: 20.12.2012
 

2012 წლის 28 ნოემბერს, სტოკჰოლმის თეატრში "Giljotin" გაიხსნა შვედეთში მცხოვრები ქართველი მხატვრების ანდრეი ზვერევისა და სოფიო ცინაძის გამოფენა „Art VS Art".

განთავსების თარიღი: 28.11.2012
 

მ/წლის 7 აგვისტოს შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საღამო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-4 წლისთავს მიეძღვნა. საელჩოში შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და საქართველოს შვედი მეგობრები.

განთავსების თარიღი: 09.08.2012
 

მ/წლის 30 მაისს, საქართველოს საელჩომ შვედეთში გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. მიღებას დაესწრნენ სამეფო კარის წარმომადგენლები, შვედეთის პარლამენტის წევრები,  სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, გავლენიანი ჟურნალისტები, საზოგადოების ცნობილი წევრები, ბიზნესმენები, შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

განთავსების თარიღი: 30.05.2012
 

12 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს შენობაში შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის გაიხსნა საკვირაო სკოლა. სტოკჰოლმში ეს პირველი ქართული საკვირაო სკოლაა.

განთავსების თარიღი: 12.11.2011
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ