ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 13.02.2017

ორგანიზაცია "Doc Lounge Stockholm"-ის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 11 თებერვალს სტოკჰოლმის ღამის კლუბში „Under Bron"  გაიმართა ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ფილმის "დაისის მიზიდულობა" პრემიერა. ფილმის ჩვენებას დაესწრო საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საელჩო  სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კულტურის წრეები წარმომადგენლები, სტუდენტები და ახალგაზრდები.

 
განთავსების თარიღი: 10.02.2017

9 თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

 
განთავსების თარიღი: 10.02.2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მიიღო.

საქართველო - შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და გენდერულ თემებზე. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო თანამრომლობის ფორმატებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების პერსპექტივები იყო.

 საქართველო - შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ისე ბევრი სხვა მიმათულებით და ძალიან მნიშვნელოვნია მათი გამოცდილების გაზიარება.

 
განთავსების თარიღი: 10.02.2017

გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანდერს იგემანი და შვედეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ\", რომლის საფუძველზეც საპოლიციო სფეროში საქართველოს და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ