ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 08.03.2017

7 მარტს საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრას დაესწრო. მან საზოგადოების წევრებს  ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.  მოხსენება წაიკითხეს შვედმა ქართველოლოგმა, ლინგვისტმა იოაკიმ ენვალმა და არქეოლოგმა ულრიკა სოდერლინდმა, რომელიც თამარ მეფეს დაეთმო.

 
განთავსების თარიღი: 07.03.2017

მ/წლის 6 მარტს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Villa Källhagen გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იქნა  ღვინის იმპორტიორი კომპანიის Södra Kaukasus წარმომადგენლების იორან სვედბერგისა და უვე ერიკსონის მიერ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნა კომპანია შატო მუხრანის ღვინოები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „შატო მუხრანის\" წარმომადგენელმა პეტერ სვეტიჩინმა. საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გავუსვა შვედეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.  ღვინის დეგუსტაციას ასევე ესწრებოდნენ პოლიციის ატაშე გოგი გახარია და სამხედრო ატაშე მალხაზ ჯამურელი.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ