ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის მეფისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა

2011 წლის 16 სექტემბერს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა შვედეთის მეფეს კარლ XVI გუსტავს. გაიმართა ტრადიციული ცერემონია, რომლის დროსაც ელჩი და მისი თანმხლები პირები ჯერ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ პროტოკოლისა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ხოლო, შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალის თანხლებით, მეფის სასახლეში იქნენ მიწვეული აუდიენციაზე. პირველად, ამგვარ აუდიენციას ესწრებოდა კრონპრინცესა ვიქტორია. ელჩის პირისპირ საუბარი მეფესთან და ტახტის მემკვიდრესთან საქართველოს ისტორიას, მის კულტურასა და ტრადიციებს, მრავალფეროვან ბუნებას, ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს, კორუფციასთან ბრძოლასა და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. ელჩმა შვედეთის მეფეს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები და კრონპრინცესასთან ერთად მიიწვია საქართველოში. შეხვედრა ძალზე თბილ ვითარებაში წარიმართა და პროტოკოლით გათვალისწინებულზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ