ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ფინეთის პრეზიდენტისათვის ქალბატონი ტარია ჰალონენისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა

2011 წლის 3 ნოემბერს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ფინეთის პრეზიდენტს ტარია ჰალონენს. პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა ელჩის დახვედრის საზეიმო ცერემონია. ელჩს მიესალმნენ ჰელსინკის სამხედრო კომენდანტი და გარნიზონის მეთაური. პრეზიდენტის გვარდიის სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.  სასახლეში ელჩს წარუდგინეს ფინეთის პრეზიდენტის კაბინეტის წევრები და მისი მრჩევლები. რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ტარია ჰალონენისა და საქართველოს ელჩის საუბარი, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  . საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მოლაპარაკებებს რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხზე, ფინეთ-საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გააქტიურების საკითხებს. ტარია ჰალონენმა თბილად გაიხსენა მისი ვიზიტი საქართველოში და ხაზი გაუსვა მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოს პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს კონსტრუქციულ მიდგომას WTO-ს საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ელჩმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის, ლიბერალური ეკონომიკის შექმნისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების კუთხით. ელჩმა გამოთქვა რწმენა, რომ 3 ნოემბერს ჰელსინკიში საქართველოს საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას, განსაკუთრებით, იმ სფეროებში, სადაც ფინეთი ლიდერ ქვეყნად გვევლინება. შეხვედრა ძალზე თბილ ვითარებაში წარიმართა და პროტოკოლით გათვალისწინებულ 10 წუთზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ