საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამართლებრივი ბაზა

1. „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის სამხრეთ კავკასიაში დაარსების შესახებ“ შეთანხმება.
ხელმოწერილია 05.03.2005. ძალაშია 15.11.2005.
2. „საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ“ შეთანხმება.
ხელმოწერილია 13.12.2006. ძალაშია 15.03.2007.
3. „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
ხელმოწერილია 20.10.2008. ძალაშია 01.04.2009.
4. „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.
ხელმოწერილია 06.11.2013. ძალაშია 26.07.2014.
5. „საქართველოსა და შვედეთს შორის, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
ძალაშია 20.05.2014. მოქმედების ვადა ეწურება 31.12.2020
6. „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
ხელმოწერილია 12.11.2014. ძალაშია 01.09.2017.
7. „შვედეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
ძალაშია ხელმოწერის დღიდან 07.02.2017.