საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში შვედეთის ელჩს შეხვდა

19 ნოემბერს საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ საკითხებში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩს, ანა ვესტერჰოლმს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა ისაუბრა დეკემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ სამიტის მნიშვნელობაზე და იმ მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს მხარეს აქვს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ასევე, ელჩმა წარმოადგინა ინიციატივები და ხედვები საქართველოს და შვედეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის ტრეინინგებისა და სემინარების გამართვის შესაძლებლობები, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური, სექტორული და ფიზიკური დაახლოების პროცესში.