საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის დღე აღინიშნა შვედეთში

16 აპრილს, საქართველოს საელჩოსა და შვედეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სტუდია „ნერგების“ ერთობლივი ორგანიზებით, ემიგრანტებს შორის ქართული ენის, ანბანის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ენის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, შვედეთის წმინდა გიორგის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს მღვდელმსახურები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

ღონისძიებაზე სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წარმოთქვეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები და დაუკრეს ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. მონაწილეებს ქართული კულტურის და ისტორიის შესახებ, საელჩოს მიერ სპეციალურად დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ.

 

საელჩოს ინიციატივით, დიასპორის წევრები, მათ შორის საკვირაო სკოლა „ნერგების“ ხელმძღვანელი, ლელა კუხიანიძე და ქორეოგრაფი ლომინი ბერაია, და საკვირაო სკოლის გამორჩეული მოსწავლეები, დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით, რომლებიც მათ საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა გადასცა.