საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა გამომცემლობა Wine Publishing აღმასრულებელ დირექტორთან

19 აპრილს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა საელჩოში წამყვანი შვედური გამოცემა Wine Publishing-ის აღმასრულებელ დირექტორს, ფრედრიკ შელინს და პროდიუსერს, ანდერშ ლევანდერს უმასპინძლა.

შეხვედრისას, შვედეთში ქართული ღვინის და კულინარიის პოპულარიზაციისთვის გასატარებელი ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.

Wine Publishing ღვინის სფეროში წამყვანი შვედური გამოცემაა, რომელსაც ყოველთვიურად 6 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

შეთანხმდნენ, რომ დაიწყება აქტიური თანამშრომლობა საელჩოსა და Wine Publishing-ს შორის, მათ შორის ქართული კულტურის, ღვინის და სამზარეულოს შესახებ სტატიების გამოქვეყნების, ასევე, საქართველოს საინფორმაციო ტურის მოწყობის მიმართულებით.