საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის მასტერკლასი

16 მაისს, . სტოკჰოლმის სომელიეთა კლუბ The Winehub-ში, საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით და სსიპ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერით, ადგილობრივი ღვინის ჟურნალისტების, „ბლოგერებისდა ექსპერტებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ელჩი შვედეთში, ირაკლი ხუცურაული და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე.

მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 11 დასახელების წითელი და თეთრი ღვინო, რომელიც შვედეთის ბაზარზე ჯერ არ არის გაყიდვაში. ქართულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქართული პროდუქციის შვედეთში პოპულარიზაციას.

ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია და საქართველოში ღვინის წარმოებისა და ისტორიის თაობაზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, გიორგი თევზაძემ. ასევე, გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჩვენება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრები შვედეთის ღვინის და ალკოჰოლური სფეროს წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან.