საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს გარემოს დაცვის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

1-3 ივნისს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო კონფერენციასტოკჰოლმი+50“, რომელიც 1972 წელს შვედეთში გამართული გაერო- პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა პლენარულ სხდომაზე, ასევე, მონაწილეობა მიიღო ღონისძიების პარალელურად გამართულ ლიდერების დიალოგში.

საელჩოს ორგანიზებით, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების გარემოს დაცვის მინისტრთან, უნგრეთის გარემოს დაცვის მინისტრთან და აზერბაიჯანის, ესტონეთის და მოლდოვას  დელეგაციების ხელმძღვანელებთან. ასევე, შვედეთის განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან და გარემოს დაცვის მინისტრთან, ანიკა სტრანდჰელთან. აგრეთვე, კონფერენციის მსვლელობისას, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ფინეთის გარემოს დაცვის მინისტრთან, ემა კარისთან და დელეგაციის წევრებთან.