საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა შვედეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრთან

9 ივნისს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის ევროკავშირის საკითხების მინისტრს, ჰანს დალგრენს. ელჩმა მინისტრს გააცნო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების პროგრესის შესახებ ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ქვეყნების და ევროკომისიის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას.