საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის ვიზიტი შვედეთში

18-21 ივნისს, საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, შვედეთში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილისა და გუბერნიის დელეგაციის ვიზიტი შედგა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უფსალას გუბერნატორთან, იორან ენანდერთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, რეგიონის დელეგაცია ეწვია უფსალას სავაჭრო-სამრეწველო პალატას და უფსალას რეგიონის ინოვაციების ჰაბს. შეხვედრებისას ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები გაეცნენ უფსალას ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებს, ასევე, წარმოადგინეს საკუთარ რეგიონში არსებული საინვესტიციო პროექტები.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა და დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა საგანმანათლებლო ორგანიზაცია “დიდგორელი”-ს ხელმძღვანელმა, ლევან ჟვანიამ მოინახულეს შვედეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციები და დაესწრნენ მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს. სტუმრები ქართველ ემიგრანტ ბავშვებს საქართველოს ისტორიის საინტერესო მოვლენებზე ესაუბრნენ. მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.