საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა შვედეთის კულტურის მინისტრთან

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის სამეფოს კულტურის მინისტრს, იანეტ გუსტაფსდოტერს შეხვდა.

მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ელჩმა მინისტრს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო 2022 წელს საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ სხვადასხვა ღონისძიებებში კულტურის სამინისტროს ჩართულობასა და თანამონაწილეობის აუცილებლობას.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 29 სექტემბერს ქ. სტოკჰოლმში გაიმართება შვედეთის არქივში, საელჩოს მიერ მოძიებული უნიკალური დოკუმენტების პრეზენტაცია. ასევე, ცნობილი ხელოვანისა და ფოტოგრაფის - ბადრი ვადაჭკორიას ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესანიშნავი პეიზაჟები.