საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ორგანიზაცია შვედეთის სავაჭრო პარტნიორების აღმასრულებელ დირექტორთან

საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული ასოციაცია „შვედეთის სავაჭრო პარტნიორების“ აღმასრულებელ დირექტორს, ჰელენა ვეკერს შეხვდა.

ორგანიზაცია, რომელიც 1914 წელს დაარსდა, აერთიანებს ტანსაცმლის, ავეჯის, ინტერიერის დიზაინის, საკვების და სასმელების იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს და მიმწოდებლებს. ასევე, „შვედეთის სავაჭრო პარტნიორები” მართავს „სტოკჰოლმის მოდის უბანს“, რომლის ფარგლებში, ტექსტილისა და ტანსაცმლის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის მოქმედებს  ფიზიკური და ციფრული ბიზნეს სივრცეები.

შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და მომავალი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. შეთანხმდნენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ 2023 წლის თებერვალში ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში.