საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ახალ თავმჯდომარესთან

17 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის ახლადარჩეულ პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მომავალ თავმჯდომარეს, გუდრუნ ბრუნეგარდს (სამთავრობო კოალიციის წევრი „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია) საელჩოში უმასპინძლა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ შვედეთის ახალი მოწვევის პარლამენტში საელჩოს ჩართულობით მ.წ. დეკემბერში ჩამოყალიბდება საქართველოსთან მეგობრობის ახალი ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მეტად გააქტიურების გზებზე, მათ შორის ვიზიტების გაცვლისა და საერთაშორისო ფორმატებში უფრო ხშირი ინტერაქციის თვალსაზრისით. შეთანხმდნენ, რომ საელჩოსა და მეგობრობის ჯგუფის ჩართულობით მომავალში სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

ელჩმა მადლობა გადაუხადა გუდრუნ ბრუნეგარდს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციაზე ის კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარება და ხელს შეუწყობს საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.