საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციაში “The Techarenan 2024”
2024 წლის 22-23 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო შვედეთში გამართულ ყველაზე მსხვილ ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციაში “The Techarenan 2024”.
აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი ხელძღვანელობდა. კონფერენციის ფარგლებში, საელჩოს ჩართულობით, ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა როგორც შვედური მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან, აგრეთვე, უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, შედგა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ქალაქ სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის საბჭოს პრეზიდენტთან - ოლე ბურელთან.