„საქართველოს შვედი მეგობრების ასოციაციის“ ყოველწლიური შეკრება
2024 წლის 15 თებერვალს, ქ. სტოკჰოლმში, „საქართველოს შვედი მეგობრების ასოციაციის“ ყოველწლიური შეკრება გაიმართა, რის ფარგლებშიც, ასოციაციის თავმჯდომარედ, ერთწლიანი ვადით, კვლავ მისი დამაარსებელი, სვენ ჰოლმსტრომი აირჩიეს.
ღონისძიებისას, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა ასოციაციის თავმჯდომარეს, სვენ ჰოლმსტრომს, თავმჯდომარის მოადგილეს, ელჩ პერ ეკლუნდსა და მმართველი საბჭოს წევრს, ერიკ იონსონს, საელჩოს სახელით, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სერტიფიკატები გადასცეს, შვედეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის შეტანილი წვლილისათვის.
საქართველოს საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს „საქართველოს შვედი მეგობრების ასოციაცია“ -თან, რომელიც შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა და საქართველოს კულტურით, ისტორიით, ხელოვნებით და ტრადიციებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.