- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ირაკლი ხუცურაული
ირაკლი ხუცურაული
დაიბადა 1974 წლის 3 მარტს ქ. თბილისში, საქართველო
განათლება
-
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი
-
1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროფესიული კარიერა
-
1994-1995 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამართლებრივი დეპარტამენტი;
-
1995-1997 - საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი;
-
1997-2002-შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო დეპარტამენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
-
2003-2004 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;
-
2004-2008 - საქართველოს კონსული იტალიაში;
-
2008 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი;
-
2008-2013 - იტალიაში, მალტასა, სან-მარინოს რესპუბლიკაში და გაერო-ს საერთაშორისო წარმომადგენლობებთან საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
-
2014-2015 - უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი (მენეჯერი);
-
2015-2016 - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
-
2016-2019 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ქ. თბილისის მერის მრჩეველი;
-
2019-2021 - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
სასწავლო კურსები
-
1998 - აშშ-ს საბაჟო სამსახური
-
2001 - აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აკადემია, კუანტიკო (აშშ);
-
2001 - ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
-
2004 - შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის წევრი ("DCAF” Swiss Confederation);
-
2005 - A.S.A.M უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის მაგისტრი (რომი, იტალია).
კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა, ჯილდოები:
-
2000 - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სემინარი (აშშ, ფედერალური საგამოძიებო ბიურო)
-
2001 - ინტერპოლის ევროპის 43-ე საერთაშორისო კონფერენცია;
-
2001- აშშ-ს ნიუ მექსიკოს შტატის ქ. სოკოროს საპატიო მერი;
-
2004 - ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია;
-
2005- უნივერსიტეტ World Planet-ის საპატიო აკადემიური წოდება;
-
2006 - სამართლის დოქტორი, ტიბერიანას აკადემიის (იტალია) საპატიო აკადემიკოსი;
-
2013 - იტალიის მაღალი ჯილდო (კომანდორის რაინდი) მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოს მიერ ("Ordine al Merito della Repubblica Italiana" by the President of Italy Giorgio Napolitano).
უცხო ენები:
იტალიური, ინგლისური, რუსული, გერმანული (საბაზისო)
სამეცნიერო ნაშრომები:
-
„ქრისტიანული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება სამართალში“ (2001);
-
„შარიათი: მუსლიმური რელიგია სამართლებრივ სახელმწიფოში“ (2001);
-
„ბრალი“ (2002);
-
წიგნი -"დანაშაული და სასჯელი" ცეზარე ბაკარია (2003);
-
წიგნი - „საკონსულო სამართალი: ფუნქციები, შეღავათები, პრივილეგიები, იმუნიტეტი“ (2004)