საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა სპეციალურ წარმომადგენელთან ანტი-ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში

საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან ანტი-ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ერიკა ფერერთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საქართველოს და შვედეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.